სირია

იუნესკო შეშფოთებას გამოთქვამს ალეპოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასთან დაკავშირებით

იუნესკომ შეშფოთება გამოთქვა სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავიშირებით. ქალაქი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1986 წელს შეიტანა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა , ირინა ბოკოვამ კონფლიქტში ჩართულ პირებს მოუწოდა, განადგურებისგან და გაძარცვისგან იხსნან სირიის კულტურული საგანძური, განსაკუთრებით კი ქალაქი ალეპო, რომელიც სხვადასხვა ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილია და მისი ისტორია ხუთი ათას წელს ითვლის.

იუნესკოს ნუსხაში, ალეპოს გარდა შეტანილია სირიული ქალაქები: დამასკო, ბოსრა, პალმირა, სალაჰ ად დინის ციტადელი და კრაკ დე შევალიე.

 

კომენტარები