სირია

ბაშარ ასადის რეჟიმს კიდევ ორი ელჩი განუდგა

თეთრი სახლის განცხადებით, ბაშარ ასადის რეჟიმის დაქვემდებარების ქვეშ მსახურებაზე კიდევ ორმა სირიელმა ელჩმა განაცხადა უარი.  არაბეთის გაერთიანებულ საემირატოში მივლენილმა  აბდელ ლაფიტ დაბაგმა და მისმა მეუღლემ, ლამია ალ ჰარირიმ, რომელიც კვიპროსში მსახურობდა, თანამდებობა 25 ივლისს დატოვეს და თავი კატარს შეაფარეს. ინფორმაცია ბარაკ ობამას პრესმდივანმა, ჯეი კერნიმ დაადასტურა, მისივე განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ასადის დღეები დათვლილია.

კომენტარები