სირია

თურქეთმა სირიასთან დამაკავშირებელი ყველა მოსაზღვრე პუნქტი გადაკეტა

ანკარა, 25 ივლისი- თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხობის მიზნით, ქვეყანამ მეზობელ სირიასთან დამაკავშირებელი ყველა მოსაზღვრე პუნქტი გადაკეტა და საზღვრის დაცვა გააძლიერა. ინფორმაცია საზღვრების დაცვის შესახებ, თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟოს მინისტრმა ჰაიათი იაზიჩიმ გაავრცელა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც სირიელმა აჯანყებულებმა მეზობელი ქვეყნის საზღვრების მახლობლად დაიკავეს პოზიციები. ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის ვაჭრობის განვითარებას ორ ქვეყანას შორის და სავაჭრო საქონლის გადამზიდ სატვირთო მანქანების გადაადილებას. რაც შეეხება ლტოლვილებს, ისინი მოსაზღვრე ქვეყანას საზღვრის გადაკეტვამდეც საცალფეხო ბილიკების გამოყენებით აფარებდნენ თავს.

კომენტარები