ლონდონის ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიადის ვებ-გვერდი გუდაუთასა და სამხრეთ ოსეთს რუსეთად მოიხსენიებს

ლონდონის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუდაუთასა და სამხრეთ ოსეთში დაბადებული სპორტსმენების დაბადების ადგილად რუსეთია მითითებული.

ოლიმპიადის ვებ-გვერდზე განთავსებულია მასში მონაწილე სპორტსმენების დოსიეები, სადაც, სხვა მონაცემებთან ერთად, მითითებულია მათი დაბადების ადგილი და ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ადგილი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვის დაბადების ადგილად მითითებულია ცხინვალი, ხოლო ქვეყნად - რუსეთი. ანალოგიურად, გუდაუთაში დაბადებული მოჭიდავე დენის ცარგუშის დოსიეში ქვეყნად მითითებულია რუსეთი.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს გაეგზავნა განცხადება მოთხოვნით, გამოსწორდეს ეს შეცდომა და ამ სპორტსმენების დაბადების ადგილად მიეთითოს საქართველო.

კომენტარები