სირია

სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი მოსაზღვრე ქალაქებსა და აეროპორტებში გადაიტანა

სირიის თავისუფალმა არმიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა ქიმიური იარაღი მოსაზღვრე ქალაქებსა და აეროპორტებში გადაიტანა. ხელისუფლების წარმომადგენლის,ჯიჰად მაკდისის განცხადებით, ისინი იარაღის გამოყენებას გეგმავენ არა საკუთხარი ხალხის წინააღმდეგ, არამედ უცხოური ინტერვენციის შემთხვევაში.

აშშს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენება შესაძლოა, ტრაგიკული შეცდომა აღმოჩნდეს და შემთხვევაში პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ასადის რეჟიმს დაეკისრება.

სირიაში ბასარ აშადის ხელისუფლების წინააღმდეგ მოძრაობა 2011 წლის მარტში დაიწყო და მას 17 000 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები