გაფიცვა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც ცნობილია, დღეს დილიდან ქარხანაში მუშაობა შეჩერებულია.

გაფიცვაში 700-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათთან მოსალაპარაკებლად ქარხნის ერთ-ერთი მეწილე გავიდა, რომელსაც გაფიცულებმა საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

მეტალურგთა მოთხოვნებს შორის არის - პროფკავშირების წევრობის გამო სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენა, დასაქმებულთათვის ხელფასების მომატება და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობების გამოსწორება. იმ შემთხვევაში, თუ პირობები არ შესრულდება, მეტალურგები შიმშილობას აპირებენ.

,,რომან ფიფიამ შემოგვთავაზა, რომ მოგვიმატებენ ხელფასის 35%-ს და 10%-ს პრემიის სახით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, ხელფასის 50%-ით მომატებას და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე მუშაობას გავაგრძელებთ."- აცხადებენ ქარხნის თანამშრომლები. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებს, დღეს  ჭიათურის მაღაროებიც შეუერთდებიან. 

კომენტარები