ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა თბილისის და რამდენიმე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონის ექვს და თბილისის ათ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დაასახელა.

დედაქალაქში კოალიცია შემდეგ კანდიდატებს წარადგენს: მთაწმინდა – ზაზა პაპუაშვილი, ვაკე – შალვა შავგულიძე, საბურთალო – დავით უსუფაშვილი, კრწანისი – შოთა ხაბარელი, ისანი – ნუკრი ქანთარია, სამგორი – ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთი – ვიქტორ დოლიძე, დიდუბე – ვახტანგ ხმალაძე, ნაძალადევი – თეა წულუკიანი, გლდანი – სოსო ჯაჭვლიანი.

რაც შეეხება რეგიონებს, საგარეჯოში კოალიციის სახელით – თინათინ ხიდაშელი, ჭიათურაში – მალხაზ წერეთელი, ხონში – ნიკა სანოძე, მარტვილში – მურთაზ ხურცილავა, წალენჯიხაში – გიორგი ნაჭყებია და ამბროლაურში დავით დარახველიძე იყრინ კენჭს.

ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კონსულტაციები გრძელდება 5 მაჟორიტარულ ოლქთან - ზუგდიდის, ცაგერის, მარნეულის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებთან დაკავშირებით და აღნიშნულ ოლქებში შერჩეულ კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარადგენენ.

კოალიციის ლიდერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

კომენტარები