NDI-ის კვლევა

ყველაზე დადებითად მოსახლეობა პოლიციის და ჯარის საქმიანობას აფასებს

მოსახლეობის 58% საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, 57% დადებითად აფასებს ჯარის საქმიანობასაც. NDI-ის კვლევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეიტინგი ცალკე გაიზომა და მისი საქმიანობა დადებითად  43%-მა შეაფასა, უარყოფითად კი 8%-მა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 37%, უარყოფითად კი 16%. კოალიცია ქართული ოცნების საქმიანობა დადებითად შეაფასა 29%-მა, უარყოფითად კი 15%. აღსანიშნავია, რომ 25%-ს აზრი არ გააჩნია ქართული ოცნების საქმიანობის შესახებ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საქმიანობას დადებითად 21% აფასებს, უარყოფითად კი 16%. 

ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 21% აფასებს, საშუალოდ 38%, უარყოფითად - 16%. მოსახლეობის 20% დადებითად აფასებს პარლამენტის მუშაობას, საშუალოდ 43%, უარყოფითად კი 18%. სასამართლოს საქმიანობას დადებითად 18% აფასებს, საშუალოდ 31%, უარყოფითად 19%, მოსახლეობის 26% კი ვერ აფასებს სასამართლოს საქმიანობას. 

არასაპარლამენტო ოპოზიციის საქმიაონობას დადებითად 13% აფასებს, უარყოფითად 21%, 30%-ს კი ამ საკითხზე აზრი არ გააჩნია. საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 9%, 24% კი უარყოფით შეფასებას აძლევს, 29% შეფასებას ვერ აძლევს მათ საქმიანობას. 

კომენტარები