კათალიკოს-პატრიარქი

ილია მეორე კარალეთის ინციდენტს ეხმაურება

 კათალიკოსმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას კარალეთის ინციდენტი დაგმო და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსში შემთხვევა აღარ განმეორდება. მან გაიხსენა, რომ გასულ კვირას ერთმანეთისთვის ”ტალახის სროლის” მიუღებლობაზე ისაუბრა, თუმცა შემდგომში უარესი ამბავი შეიტყო - ერთმანეთისთვის ქვების სროლაზე.

”ეს არის სირცხვილი თქვენი და ქართველი ერისა. როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და მეორეს ესვრის, სად არის თქვენი სარწმუნოება და სიკეთე?!”, – განაცხადა ილია მეორემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მტერს სწორედ ქართველებს შორის დაძაბულობა სურს. თითოეული ადამიანის უკან სამშობლო დგას და ადამიანები ერთმანეთს ისე არ უნდა მოექცნენ, რომ ქვეყანა დაზარალდეს.

”თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს, ისაუბროთ, იკამათოთ, მაგრამ ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია”- თქვა კათალიკოს-პატრიარქმა.

 

კომენტარები