სირიის კრიზისი

სირიაში დემონსტრანტები კოფი ანანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ

სირიაში დემონსტრანტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა, რომლითაც ისინი კოფი ანანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მოსახლეობა სირიის საკითხში გაეროს და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელის მიერ პოსტის დატოვებას ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ითხოვს.

დემონსტრანტები, რომელთა შორის ცოტა ხნის წინ დაბობმილი ქალაქის, ჰომსის მცხოვრებლებიც არიან, აცხადებენ, რომ მათ იმედი გაუცრუათ კოფი ანანის მისიამ, რომლის ფარგლებში ვერ მოხერხდა ქვეყანაში ვითარების დარეგულირება. სირიელები აღშფოთებას უკანასკნელ ცნობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ, რომლის თანახმადაც, პროვინცია ჰამას ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა განხორციელდა.

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლების სამხედრო ძალებმა პროვინციის დასახლებულ პუნქტში ორასზე მეტი ადამიანი დახოცეს. ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, სოფელი ჯერ დაიბომბა, შემდეგ კი სამხედრო პირებმა ადგილობრივი მცხოვრებლები მოკლეს.

ცოტა ხნის წინ კოფი ანანი სირიაში არსებული ძალადობრივი რეჟიმის შეწყეტის საკითხთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვიდა. გაეროს ყოფილი გენერალური მდივნანი ამბობდა, რომ ქვეყანაში ერთიანი ეროვნული მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეები, აგრეთვე, ოპოზიციური ძალები შევლენ. თუმცა აღნიშნული ინიციატივა ვერ განხორციელდა.

გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად ქვეყანაში ცხრა ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები