ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ქართული ოცნების სახელით სიღნაღში კენჭს გელა გელაშვილი იყრის, დედოფლისწყაროში – ალექსანდრე თამაზაშვილი, ლაგოდეხში – ლუკა კურტანიძე, ყვარელში – დავით ქევხიშვილი, ახმეტაში –ზურაბ ზვიადაური, ბორჯომში – გედევან ფოფხაძე, ახალციხეში – გურამ კუტალაძე, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში – თემურ მაისურაძე, ონში – თამაზ ჯაფარიძე, მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, თერჯოლაში – ომარ ნიშნიანიძე, საჩხერეში – მანანა კობახიძე, ვანში – გოდერძი ტყეშელაშვილი, წყალტუბოში – პაატა ზაქარეიშვილი, ხობში – გია ბუკია და ჩხოროწყუში - ლევან იზორია.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესსკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევისას ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მათი სწორი წარსულის მიხედვით იხელმძღვანელეს.

კომენტარები