NDI

ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას აქციებისკენ გამოკითხულთა 53% მხარს არ დაუჭერს

ამე­რი­კის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას საპროტესტო აქციებისკენ, გამოკითხულთა 53% მხარს არ დაუჭერს.

კითხვას-  ,,ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშილის ამგვარ მოწოდებას?’’, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 27%-მა გასცა, გამოკითხულთა 53%-მა კი განაცხადა, რომ ამგვარ მოწოდებას მხარს არ დაუჭერს. გამოკითხულთა 19%-ს არ აქვს გადაწყვეტილი რას იზამს ამ შემთხვევაში, 2% უარს აცხადებს პასუხზე. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას, გამოკითხულთა 71% საკითხს არ ეთანხმება. რესპოდენტთა 8% მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეთანხმება, 17%-ს პასუხი არ აქვს, ხოლო გამოკითხულთა 4% უარს აცხადებს პასუხზე.

კითხვაზე - ,,თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, უნდა მიენიჭოს თუ არა მას უფლება, გამონაკლისის სახით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში?’’, გამოკითხულთა 45% დადებითად პასუხობს, 34 %-ს არ აქვს პასუხი, 17% კითხვას უარყოფითად პასუხობს, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.

ამე­რი­კის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 4 ივ­ნი­სი­დან - 22 ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში, 6,299 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გე­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და. 

კომენტარები