ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება: ხელისუფლება ბანკებზე კოალიციის სახელით ვანდალიზმის განხორციელებას გეგმავს

პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების განცხადებით, ხელისუფლება სხვადასხვა ბანკზე კოალიციის სახელით ვანდალური აქტების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მიერ იგეგმება საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკის (გარდა "ბანკი ქართუ"-სი) წინააღმდეგ აგრესიისა და ვანდალიზმის აქტების განხორციელება, კოალიცია "ქართული ოცნების" ატრიბუტიკის გამოყენებით.” - აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოპერაციასთან, რომელიც ქართულ ოცნების წინააღმდეგ არის მიმართული, მათ საერთო არაფერი აქვთ. ისინი აგრეთვე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ამგვარი უკანონო ქმედებების შეკვეთისა და დაგეგმვისგან.

 

კომენტარები