წყალმომარაგება

gwp თბილისის წყალმომარაგებაში პრობლემებს გამორიცხავს

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (gwp), შპს კრისტალის ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით, თბილისის წყალმომარაგებაში რაიმე სახის პრობლემების წარმოქმნას გამორიცხავს. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

,,შპს კრისტალის ხელმძღვანელის, ლევან დათუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის წყალმომარაგებას არავითარი საფრთხე არ ექმნება და არც მომავალში შეექმნება. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ქლორის საკმაოდ დიდი მარაგი გააჩნია, ამასთან კრისტალი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ქლორის მიწოდებას ახდენს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის.’’-ნათქვამია განცხადებაში.

შპს კრისტალის ხელმძღვანელს ლევან დათუაშვილს დღეს აღმკვეთი ღონისძიება- პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესსზე ლევან დათუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაპატიმრებით თბილისის წყალმომარაგებას საფრთხე შეექმნება, რადგან შპს კრისტალი ,,ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ქლორით ამარაგებს წყლის კომპანიებს’’.

კომენტარები