ივანიშვილი პოლიტიკაში

გორის გამგეობამ ქართულ ოცნებას 15 ივლისის აქციისთვის ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი უთხრა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქართულ ოცნებას კოალიციის 15 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის გასამართად ქალაქის ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი უთხრა.

გამგეობის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ცენტრალური მოედანი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს და მისი პარალიზება არ არის მიზანშეწონილი. გორის მუნიციპალიტეტმა კოალიციას ალტერნატიულ ტერიტორიად საფეხბურთო სტადიონ "ქართლის" მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა.

კოალიციის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული ოცნება აქციის ჩატარებისთვის გორის გამგეობის მიერ შეთავაზებულ ადგილზე უარს ამბობს. მისი თქმით, კოალიციამ აქციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით გორის გამგეობას ალტერნატიული წინადადებით მიმართა, ხოლო კონკრეტულად რა ტერიტორიაზეა საუბარი, ამის შესახებ პასუხის მიღების შემდეგ გამოცხადდება.

მისივე თქმით, ქართული ოცნების აქცია ყველა ვარიანტში 15 ივლისს გორში 19:00 საათზე ჩატარდება.

 

კომენტარები