მაესტრო

მაესტრო რეგიონებში სატელიტური თეფშების დარიგებას გეგმავს

ტელეკომპანია მაესტრო პრომო აქციას – ”მაესტრო ყველა ოჯახში" იწყებს, რომლის ფარგლებშიც რეგიონების მოსახლეობისთვის სატელიტური თეფშების დარიგება იგეგმება. ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”მაესტრო” უკვე ყველაზე ყურებადი ტელევიზიის სტატუსით სარგებლობს თბილისის მასშტაბით. სექტემბრიდან ”მაესტრო” ახალი პავილიონითა და განახლებული შეფუთვით დაიწყებს სეზონს. განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ”მაესტროს” პროდუქცია რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ტელეკომპანია იწყებს პრომო აქციას –  ”მაესტრო” ყველა ოჯახში”. აქციის ფარგლებში იგეგმება სატელიტური თეფშების დარიგება რეგიონების მოსახლეობისთვის", - აღნიშნულია მაესტროს დამფუძნებლების, მაკა ასათიანის, მამუკა ღლონტის, გიორგი ებრალიძის, ლევან ჩიკვაიძისა და ეკა აკობიას განცხადებაში.

ტელეკომპანიის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ეს ნაწილი შესაძლებელს გახდის დააკმაყოფილოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტელემაყურებელთა ინტერესი და აამაღლოს მაესტროს ცნობადობის დონე.

 

კომენტარები