ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: მერაბიშვილის გაპრემიერება საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერებაა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ”საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერებად” შეაფასა. ივანიშვილმა მერაბიშვილის ახალ თანამდებობაზე კომენტარი სტეფანწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს პოლიციის გამკაცრება და ეს აჩვენებს, რომ მთავრობამ ანალიზის უნარი დაკარგა. ამასთანავე ლიდერმა აღნიშნა, რომ სამთავრობო გადანაცვლებას არანაირი აზრი არ აქვს და დარწმუნებულია რომ ხელისუფლებას ”არაფერი გამოუვა”.

”როგორიც სურთ, ისეთი გადაადგილებები გააკეთონ, არაფერი არ გამოვა, მათ დარჩათ რამდენიმე თვე და ჩვენ მათ გავისტუმრებთ. სადაც უნდათ იქ დადგნენ და დასხდნენ. ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, ჭეშმარიტად სახალხო ხელსუფლება მოვა,” განაცხადა ივანიშვილმა.

აწ უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილმა პრემიერის თანამდებობაზე გუშინ დანიშნა.

კომენტარები