ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონში სტუმრობას ინციდენტი მოჰყვა

დღეს გორის რაიონის სოფელ მერეთში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერების, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას ჩასვლას ინციდენტი მოჰყვა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნეგატიური შეძახილები გაისმა.

ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალებიც. დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია არ გამოჩენილა. 

ტაბულა კოალიცია ქართული ოცნების პრეს სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

კომენტარები