ეკვადორი

გალაპაგოსის პარკში გიგანტური კუ მოკვდა

ეკვადორში მდებარე გალაპაგოსის ნაციონალურ პარკში გიგანტური კუ, სახელად მარტოხელა ჯორჯი მოკვდა. რეპტილია დღემდე თავისი სახეობის ერთადერთ წარმომადგენლად ითვლებოდა. უნიკალური რეპტილია გალაპაგოსის კუნძულების სიმბოლოდ იყო აღიარებული და მის სანახავად ყოველწლიურად ეკვადორში ათასობით ტურისტი ჩადიოდა.

სპეციალისტების შეფასებით, მარტოხელა ჯორჯი ადრეულ ასაკში მოკვდა, იგი დაახლოებით 100 წლის იყო. დიდი ზომის კუები კი საშუალოდ 200 წლამდე ცოცხლობენ.

გიგანტური კუ უნგრელმა სწავლულმა 1972 წელს კუნძულ პინტაზე აღმოაჩინა. მე -19 საუკუნის ბოლომდე გალაპაგოსის არქიპელაგზე სხვადასხვა სახეობის კუები თავისუფლად ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც რეპტილიების ხორცის გამოყენება დაიწყეს, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

კომენტარები