ეგვიპტე

ეგვიპტის ახლადაჩეული პრეზიდენტი მთავრობის ჩამოყალიბებას იწყებს

ეგვიპტის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ისლამისტური მოძრაობა მუსლიმური საძმოს ლიდერმა მოჰამედ მურსიმ ქვეყნის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, პოლიტიკური ცხოვრების რომელ სფეროებზე გავრცელდება მურსის ხელმძღვანელობა. სამხედრო საბჭომ, რომელიც მუ­ბა­რა­ქის გა­დად­გო­მის შემ­დეგ ქვეყანას მართავდა, ეგვიპტის პრეზიდენტს ბევრი უფლებამოსილება გაუუქმა და პარლამენტი დაითხოვა.

მურსიმ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების რაოდენობით თავის კონკურენტს, ყოფილ პრემიერ მინისტს აჰმედ შაფიკს გაუსწრო, ეგვიპტის მოსახლეობას ცოტა ხნის წინ ტელეეთერით მიმართა. პირველმა პირმა ხალხს ერთობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი ”სრულიად ეგვიპტის პრეზიდენტი იქნება.” მისი თქმით, ეგვიპტე საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა შეთანხმებას შეასრულებს.

რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მათ შორის ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ახლადარჩეულ პრეზიდენტს უკვე მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება. აშშ-ში აღნიშნულ არჩევნებს ეგვიპტის მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.

ეგ­ვიპ­ტის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, 60 წლის მურსიმ ხმათა 51, 7 % მი­ი­ღო.

კომენტარები