ოკუპირებული ტერიტორიები

ჩირიკბა: ჩვენ უფრო პრაგმატული მხარე გვჭირდება - ალასანია ან ივანიშვილი

იტალიაში ვიზიტად მყოფი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირიკბა, გამოცემა Limes-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მათ საქართველოში უფრო პრაგმატული მოსაუბრე სჭირდებათ: 

”ჩვენ უფრო პრაგმატული მხარე გვჭირდება, მაგალითად ალასანია, ან ახლახანს პოლიტიკაში მოსული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიზნესმენია და შესაძლოა საკმარისად პრაგმატული იყოს იმის მისახვედრად, თუ რა არის ხელსაყრელი გადაწყვეტილება ყველასთვის.” 

მან ასევე განაცხადა, რომ: ”საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გვექნებოდა”.

როგორც ჩიკრიბა ინტერვიუში ამბობს, ის იტალიის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

კომენტარები