112

საგანგებო სიტუაციების მართვის ცხელი ხაზი 112 ამოქმედდა

ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სპეციალური მოკლე ნომერი - 112- ამოქმედდა.

გარდამავალ ეტაპზე - 21 ივნისიდან 11 სექტემბრამდე დარეკვა შესაძლებელი იქნება როგორც საგანგებო სიტუაციების ახალი ნომერზე, ასევე ძველი ნომრებზე: საპატრულო პოლიცია - 122, სახანძრო-სამაშველო სამსახური - 111 და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება - 113.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან დასაკავშირებლად ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტებმა მხოლოდ სამციფრიანი მოკლე ნომერი - 112 უნდა აკრიფონ. 112–ზე ზარის განხორციელება შესაძლებელია მაშინაც კი როცა ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული, ან მობილურ ტელეფონში სიმ–ბარათი არ დევს.

 

კომენტარები