ფეხბურთი

55 წლის ასაკში ფეხბურთელი რამაზ შენგელია გარდაიცვალა

55 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია. ფეხბურთელი გუშინ ღამით გულის შეტევით დაიღუპა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფორვარდი თბილისის დინამოსა და სსრკ-ის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა. ნაკრებში ჩატარებული 26 შეხვედრიდან 10 გოლი აქვს გატანილი. რამაზ შენგელია იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული, უეფა-ს თასების თასის მფლობელი, იგი აგრეთვე, დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად.

ცნობილი ქართველი ფორვარდი რამაზ შენგელია 1957 წლის 1 იანვარს ქუთაისში დაიბადა.

 

კომენტარები