არჩევნები 2012

საარჩევნო დაიჯესტი, 10-17 ივნისი

ნაციონალური მოძრაობა

16 ივნისი

სააკაშვილი ეწვია ფოთს, აბაშას და ზუგდიდს და მოსახლეობას სოფლის მეურნეობის და მიწის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკაზე ესაუბრა. ზუგდიდში სააკაშვილმა იუსტიციის სახლი გახსნა და ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. ფოთში სააკაშვილმა წყლით მომარაგებისა და გაზიფიკაციის შესახებ ისაუბრა.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=lD6w35flO-o&feature=player_embedded#!

https://www.youtube.com/watch?v=zYvI468ZJD0&feature=player_embedded

15 ივნისი

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის სა­მო­ქა­ლა­ქო კამ­პა­ნი­ის „ეს შენ გე­ხე­ბას” მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტრან­ზი­ტის პრინ­ციპ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­უ­ღე­ბე­ლია - „ინ­ფორ­მა­ცი­ის პლუ­რა­ლიზმს არა­ფე­რი არ ემუქ­რე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნი­აა, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას აქვს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ყვე­ლა არ­ხთან და­კავ­ში­რე­ბით.” (კუბლაშვილი)
წყარო: http://www.tabula.ge/article-23020.html

14 ივნისი

ბათუმში სამედიცინო კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საავადმყოფოების პერსონალს, ქირურგებსა და ექთნებს შორის სოციალური უთანასწორობაა. განსაკუთრებული ყურადღება სააკაშვილმა ექთნების დაბალ ხელფასებზე გააკეთა.

წყარო: http://www.tabula.ge/article-23003.html

12 ივნისი

გურჯაანის იუსტიციის სახლის გახსნისას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლმა განაცხადა, რომ გაჩ­ნდა კლა­სი, რო­მელ­საც ნგრე­ვა უხა­რია - ”სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლე­ბის პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნეა შუ­შის ხი­დი, პირ­ვე­ლი და­სან­გრე­ვი ობი­ექ­ტი.”

წყარო: http://www.tabula.ge/article-22955.html

პრე­ზი­დენ­ტი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვა, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქის ყველა ქალაქში და სოფელში 24-საათიანი წყლის მიწოდებას ითვალისწინებს.

წყარო: http://www.tabula.ge/article-22950.html

 

11 ივნისი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მო­მა­ვა­ლი წლი­დან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ნი­ჭი­ერ სტუ­დენ­ტებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­პენ­დი­ე­ბი და­ე­ნიშ­ნე­ბათ - ”რო­ცა ადა­მი­ა­ნი კარ­გად აბა­რებს და თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში ან ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­დის, საც­ხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი უნ­და ვუ­ქი­რა­ვოთ. ესეც სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პია.’’

წყარო: http://www.tabula.ge/article-22925.html

 

 

ქართული ოცნება:

17 ივნისი

ქართულმა ოცნებამ ჩაატარა აქცია ოზურგეთში. ივანიშვილმა გურიაში ქართული ოცნების კანდიდატები დაასახელა:  ჩოხატაურში - თემურ ჭკუასელი, ლანჩხუთში - თემურ ჩხაიძე, ოზურგეთში - ზვიად კვაჭანტირაძე.

წყარო: http://www.tabula.ge/article-23061.html

 

შსს-მ დაკავა ქართული ოცნების წევრი ზაზა ჭელიძე, მას ბრალი პოლიციელის მოსყიდვაში ედება. შსს-ის ცნობით, ჭელიძემ მოისყიდა პოლიციელი კურტანიძე, რომელსაც სხვ პოლიციელების ფარული ჩაწერა დაევალა.

წყარო:  http://www.tabula.ge/article-23060.html

16 ივნისი

ქართული ოცნების ლიდერები შეხვდა დმანისის მოსახლეობას, ივანიშვილი შეხვდა ქედას და ხულოს რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას

წყარო: http://www.youtube.com/watch?v=RxJhLTD6L0A&feature=plcp

http://www.youtube.com/watch?v=WBgnqhZ5QEE&feature=youtu.be

http://www.youtube.com/watch?v=uX33UwHX-hM&feature=youtu.be

http://www.youtube.com/watch?v=YALjPj55QmQ&feature=youtu.be

http://www.youtube.com/watch?v=ASzzzd4ipNY&feature=youtu.be

15 ივნისი

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გლო­ბალ TV-ის ამე­რი­კე­ლი მე­წი­ლე ალექ­სან­დრე რონ­ჟე­სი და­ა­კა­ვეს. რონჟესს ბრალი არალეგალური შემოსავლის გათეთრებაში ედებოდა. 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ, რონჟესი გაათავისუფლეს და მან საქართველო დატოვა.

წყარო: კურიერი, 21:00

 

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ალექ­სან­დრე რონ­ჟე­სის და­კა­ვე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა -  „ცუ­დია ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა და შე­უ­რაც­ხყო­ფა, ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­და მოგ­ვი­წევს იმის გა­მო, თუ რო­გორ ვექ­ცე­ვით მათ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს.“
წყარო: http://www.tabula.ge/article-23009.html

 

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხდო­მა 21 ივ­ნი­სის­თვის გა­და­ი­დო.
წყარო: http://www.tabula.ge/article-23023.html

 

ქართული ოცნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ენდობა და ალტერნატიულ კარდაკარის ჩატარებას იწყებს.

წყარო: რადიო მწვანე ტალღა, 20:00

 

ივანიშვილმა თბილისი მასშტაბით მაჟორიტარების სავარაუდო კანდიდატები დაასახელა: სამგორის რაიონში- სოზარ სუბარი, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილი, ნაძალადევში - ეკა ბესელია, მთაწმინდაზე - ვახტანგ ხმალაძე,  დიდუბეში - დავით ბერძენიშვილი,  ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძე, კრწანისში - გია ცაგარეიშვილი ან შოთა ხაბარელი, გლდანში, საბურთალოსა და ისანში ბესელიას კანდიდატურა განიხილება. კანდიდატების სია საბოლოო არ არის.

წყარო: http://www.tabula.ge/article-23029.html

 

14 ივნისი

კოალიციის წარმომადგენლები მარნეულის რაიონში მოსახლეობას შეხვდნენ.

წყარო: http://www.youtube.com/watch?v=ziqRE-SEeY4&feature=youtu.be

 

13 ივნისი:

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­ერ და­კის­რე­ბულ ჯა­რი­მის გადახდას არ აპირებს. ამის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ­მა "გუ­რია ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნაც­ხა­და.

წყარო: http://www.tabula.ge/article-22983.html

ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა გურიანიუსის წარმომადგენელს. ინტერვიუში ქართული ოცნების ლიდერმა გურიის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

წყარო: http://www.gurianews.com/index.php?option=com_seyret&Itemid=189&task=videodirectlink&id=167

http://www.gurianews.com/index.php?option=com_seyret&Itemid=189&task=videodirectlink&id=168

http://gurianews.com/index.php?option=com_seyret&Itemid=189&task=videodirectlink&id=166 

ქართული ოცნების წარმომაგდენლები გია ვოლსში, სოზარ ზუბარი და იური მეჩეთოვი ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა.

 

12 ივნისი

კომ­პა­ნია გლო­ბალ ტვ-ის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნის ჩა­მოხ­სნა მო­უ­წევს.
წყარო: http://www.tabula.ge/article-22944.html

 

მე­ნეჯ­მენტ სერ­ვისს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის მი­ერ და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მა გა­უ­ნა­ხევ­რდა. მე­ნეჯ­მენტ სერ­ვი­სი და­კის­რე­ბუ­ლი 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის ნაც­ლად, მის ნა­ხე­ვარს გა­და­იხ­დის.

წყარო: http://www.tabula.ge/article-22957.html

 

ივანიშვილი ხობში ქართული ოცნების ოფისს ეწვია

წყარო: http://www.youtube.com/watch?v=WdrlrtaF5l0&feature=youtu.be

 

11 ივნისი:

ქართული ოცნების წევრები, ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში ვიზიტით მყოფ ჯეიმს აპატურაის შეხვედნენ.

წყარო: http://www.youtube.com/watch?v=nlSXtmZrDDA&feature=youtu.be

 

კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნი­შვი­ლი 126 მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ჯა­რიმ­და, ამის შე­სა­ხებ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ჯა­რი­მე­ბის მი­ზე­ზი, მი­სი მხრი­დან ,,გლო­ბალ კონ­სალ­ტინგ გრუ­პის’’ რე­სურ­სე­ბის სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­და. კერ­ძოდ, ათე­უ­ლო­ბით ათა­სი სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნა მო­სახ­ლე­ო­ბას უსას­ყიდ­ლოდ და­უ­რიგ­და. მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ამ ქმე­დე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 12 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა და ამ თან­ხის ათ­მა­გი ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­და.

წყარო: http://www.tabula.ge/article-22923.html

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის კი­დევ ერ­თი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქ­მი გა­ნი­ხი­ლა, სა­დაც კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რი და­მა­ტე­ბით 22 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით და­ჯა­რიმ­და. საქ­მე ეხე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის ,,ბურ­ჯი’’ და ,,ელი­ტა ბურ­ჯი’’ რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. კერ­ძოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბას. 

წყარო: http://www.tabula.ge/article-22924.html

ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩე­ვ­ნე­ბის გა­ყა­ლ­ბე­ბის შან­სი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიც­ხა და გა­ნაც­ხა­და, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ის მმარ­თველ პარ­ტი­ას არ მის­ცემს. მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ვი­ზი­ტი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვილ­მა ასა­ვალ-და­სა­ვალ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. 

წყარო: http://www.tabula.ge/article-22927.html

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ ტაბულას.

წყარო: http://www.tabula.ge/article-22865.html

 

 

 

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

16 ივნისი

გიორგი თარგამაძე და ზაზა გაბუნია აფრიკის დასახლებაში ერთ-ერთ ოჯახს შეხვდნენ. თარგამაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.

თარგამაძე გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ  ქდმ ამომრჩევლის მოხიბვლას პოპულისტური დაპირებებით ცდილობს. სააკაშვილის თქმით, ქდმ-ს 10 მილიარდის თამასუქები აქვს გაცემული. თარგამაძის თქმით, მისი გუნდი არა დაპირებებს არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს ამომრჩეველს.

წყარო: http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=8813

 

ქდმ-ის შუახევის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურამ ამაღლობელი ქართულ ოცნებას შეუერთდა. მისი განცხადებით, ქდმ ხელისუფლების სატელიტია.

წყარო: რადიო იმედი, 15:00

 

15 ივნისი

ქდმ-ის წევრებმა ხელისუფლებას კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან დიალოგისკენ მოუწოდეს. მოძრაობის წევრებმა თბილისის მერიასთან აქციაც გამართეს.

წყარო: http://ghn.ge/news-68782.html

 

13 ივნისი

 ქდმ-ის წევრები ისნის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

წყარო: http://www.newsline.ge/?p=61101

 

11 ივნისი

ქდმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გაბუნია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

წყარო: მაესტრო, ახალი ამბები, 15:00

 

11 ივნისი

Presa.ge-ის ცნობით, ქრისტიან-დემოკრატები და  ევროპელი დემოკრატები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთ ბლოკად მიიღებენ მონაწილეობას. ორმა პარტიამ 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც ერთად მიიღო მონაწილეობა.

წყარო: http://presa.ge/new/?m=votes&AID=16803

 

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატები თბილისი მაჟორიტარების კანდიდატებს მას შემდეგ  დაასახელებენ, რაც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გახდება ცნობილი

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ქდმ-ის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პირობებში როგორც წესი ერთ პოლუსიანი ხელისუფლება და შედეგად სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება ჩნდება

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

16 ივნისი

ედპ-ის აჭარის ორგანიზაციის მდივანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც საკურორტო სეზონზე პროდუქტებზე ფასების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს. ედპ-მ  სახელმწიფოს ანტიმონოპოლიურ სამსახურს  საკითხის შესასწავლად მიმართა.

წყარო: ტელეკომპანია აჭარა, 14:30

 

14 ივნისი

ედპ-მ ხელისუფლებას შესთავაზა მუშაობა დაიწყოს საქართველოს ზღვისპირა კურორტების ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის ლურჯი დროში მინიჭების პროცედურაზე. პარტიის განცხადებით, ეს სამუშაო ადგილების რაოდენობას გაზრდის.

წყარო: მაესტრო, ახალი ამბები 15:00

 

13 ივნისი

ედპ-ის თქმით,  ტელემედია პოლარიზებულია და კონცენტრირებულია მხოლოდ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე, ედპ კი საერთოდ არ შუქდება. პარტიის განცხადებით, ეს ხელს უშლის კონკურენტუნარიან და სამართლიან არჩევნებს.

წყარო: http://news.ge/ge/news/story/18489-edp-telemediashi-faqtiurad-ar-shuqdeba

 

12 ივნისი

ედპ მხარს უჭერს ქალაქ ლაზიკას მშენებლობას. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის წევრმა და პარლამენტარმა გურამ ჩახვაძემ გაავრცელა.

წყარო: http://ghn.ge/news-68596.html

ედპ ხელისფლებას საყოველთაო დაზღვევაზე გადავლის გეგმა შესთავაზა. გურამ ჩახვაძის განცხადებით სახელმწიფომ სამედიცინო დაზღვევა, უმუშევრობის დაზღვევა და სამუშაოზე უბედური შემთხვევები უნდა უზრუნველყოს.

წყარო: http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=8523

 

ახალი მემარჯვენეები

16 ივნისი

ახალი მემარჯვენეები გორში ბუნებრივი აირის აფეთქების  შედეგად დაზარალებული კორპუსის აღდგენას ითხოვენ.

წყარო: პირველი არხი, მოამბე, 16:00

 

ახალი მემარჯვენეები უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათ წინასაარჩევნო კამპანიისას კომისიის ოთხი ძირითადი სამუშაო პრინციპის შესახებ ესაუბრნენ. გამყრელიძის თქმით ეს ოთხი პრინციპი უნდა იყოს ინფორმაციულობა, გამჭვირვალობა, ოპერატიულობა და ეფექტურობა

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ახალი მემარჯვენეების ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, პენსიონერთა საპენსიო ანგარიშების დაყადაღება დისკრიმინაციულია. საქმე ეხება, დავალიანების არსებობის შემთხვევაში საპენსიო ანგარიშების დაყადაღებას.

წყარო: გაზეთი რეზონანსი

15 ივნისი

ახალი მემარჯვენეები  აბაშის მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალური პრობლემებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე ისაუბრეს.

წყარო: კურიერი 21:00

 

დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეების პარტიულ სიაში არჩევნებზე პირველი ნომერი იქნება და ის არცერთ უბანში მაჟორიტარად კენჭს არ იყრის.

წყარო: რადიო აფხაზეთის ხმა, 15:00

 

ფიქრია ჩიხლაძის განცხადებით, სერტიფიცირებული მასწავლებლების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან.  ჩიხლაძის თქმით,  განათლების სამინისტროს ბრძანებით, სერტიფიცირებული მასწავლებლები სრული დატვირთვის უნდა მუშაობდნენ, რაც ზოგიერთი მასწავლებლისთვის კვირაში 20 საათს გულისხმობს. თუმცა 18 საათის ზემოთ ჩატარებულ სამუშაო საათები მათ არ აუნაზღაურდებათ

წყარო: ახალი ვერსია

 

14 ივნისი

ფიქრია ჩიხლაძე გორის სოფელ ხიდისთავს ეწვია და მოსახლეობას პრობლემებს გაეცნო. ჩიხლაძის თქმით, ტრაგედიაა რომ სოფლის მაცხოვრებლები სოციალური დახმარების იმედად არიან დარჩენილები

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

დავით გამყრელიძე სამეგრელოში, სენაკის რაიონში მოსახლეობას შეხვდა. გამყრელიძის თქმით, ხელისუფლება ვერ იყენებს იმ პოტენციალს რაც ამ სოფლებს გააჩნია სოფლის მეურნეობის მხრივ

წყარო: კურიერი, 18:00

 

13 ივნისი

 ახალი მემარჯვენეები ხობის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. გამყრელიძე მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებაზე ესაუბრა.

სხვა:

15 ივნისი

საერთაშორისო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 4მაისი-4 ივნისი პერიოდს მოიცავს. ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიისას მომხდარ დარღვევებზე.

წყარო: http://www.tabula.ge/article-23033.html

http://isfed.ge/pdf/2012-06-15-report.pdf

11 ივნისი

ჯე­იმს აპა­ტუ­რაი: მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­და იქ­ნე­ბა

წყარო: http://www.tabula.ge/article-22921.html

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის უკ­ვე ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. წყარო: http://www.tabula.ge/article-22922.html

 

კომენტარები