ეგვიპტე

ეგვიპტეში არჩევნების მეორე ტური დასრულდა

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. მუსლიმთა საძმომ გამარჯვებულად მათი კანდიდატი, მოჰამედ მურსი გამოაცხადა.

მუსლიმთა საძმოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მოჰამედ მურსმა ხმათა 52% მიიღო, ხოლო მთავრობის ბოლოდროინდელმა პრემიერმა აჰმედ შაფიკმა ხმათა საერთო რაოდენობის 48% მოიპოვა.

აჰმედ შაფიკის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ისინი აღნიშნულ შედეგებს საბოლოოდ არ სცნობენ და დამარცხებას არ აღიარებენ.

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად 21 ივნისამდე უნდა გამოცხადდეს.

კომენტარები