ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარსდგება

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა. ექს პრეზიდენტს ხელშეუხებლობის მანდატი ეწურება და სასამართლოში ჩვენების მიცემა რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მოუწევს.

განსახილველი საქმეებიდან ყველაზე გახმაურებული ლორეალის სახლის მფლობელის ლილიან ბეტანკურის საქმეა. ბრალდების მტკიცებით, საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონი 2007 წელს უკანონოდ აფინანსებდა ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელთან დაკავშირებითაც ნიკოლა სარკოზის სასამართლოში ჩვენების მიცემა მოუწევს, არის ე.წ. ყარაჩის საქმე. გამოძიების ვერსიით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მილიონობით ევროს იღებდა პაკისტანისთვის წყალქვეშა გემების მიწოდებაში.

თავად ნიკოლა სარკოზი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

კომენტარები