ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი დამატებით 22 მილიონი ლარით დაჯარიმდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის კიდევ ერთი სამართალდარღვევათა ოქმი განიხილა, სადაც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი დამატებით 22 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდა.

საქმე ეხება კომპანიების ,,ბურჯი’’ და ,,ელიტა ბურჯი’’ რესურსების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. კერძოდ აღნიშნული კომპანიების ავტომობილების ქართული ოცნების მიერ გამოყენებას. 

,,ივანიშვილმა საკუთარი კომპანიების სახსრებით, წინასაარჩევნო მიზნებისთვის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რაც კანონით აკრძალულია.’’-განაცხადა კონტორლის პალატის წარმომადგენელმა, გიორგი ამირანაშვილმა.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით მიღებულად თვლიან და მათ გასაჩივრებას აპირებენ. 

ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმები 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომენტარები