სომხეთი - აზერბაიჯანი

ნინო კალანდაძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს გამოეხმაურა

დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა ძალიან მყიფეა.

,,ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფო აცნობიერებს, რამდენად რთული პრობლემაა, რამდენად მწვავე შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს რეგიონისთვის, რამდენად მტკივნეულ საკითხად შეიძლება იქცეს, მათ შორის რეგიონში არსებული სახელმწიფოების განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ორივე სახელმწიფო იქნება ადეკვატური ამ ვითარების შეფასებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველა ღონეს იხმარს.’’-განაცხადა ნინო კალანდაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ორივე სახელმწიფოსთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს.  

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლა რამდენიმე დღეა გრძელდება. შეტაკებას ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი. 

კომენტარები