სომხეთი - აზერბაიჯანი

სომხეთის ელჩი EU-ში: უახლოეს კვირებში აზერბაიჯანისგან თავდასხმას ველოდებით

Public Radio of Armenia 

სომხეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში, ტიგრან ბალაიანმა ბელგიურ გამოცემა Brussels Signal-თან ინტერვიუში თქვა, რომ სომხეთში უახლოეს კვირებში აზერბაიჯანისგან თავდასხმას ელოდება. მისი თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საბოლოო კაპიტულაციისთვის სომხეთზე თავდასხმის შოკისმომგვრელ ეფექტს გამოიყენებს. ბალაიანის მტკიცებით, პოტენციური თავდასხმა ზანგეზურის დერეფანზე და მის სიახლოვეს ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად დაიწყება. ზანგეზურის დერეფნით აზერბაიჯანი მის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება. 

ტიგრან ბალაიანმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი არასდროს გაჩერდება თუ მას ძალიან პრაქტიკული ნაბიჯებით არ დაუპირისპირდა ე.წ. კოლექტიური დასავლეთი. 

 

კომენტარები