სომხეთი - აზერბაიჯანი

ქეთრინ ეშტონი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა  ბოლო პერიოდში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამო შეშფოთება გამოთქვა.

,,უმაღლესი წარმომადგენელი შეშფოთებულია 4, 5 და 6 ივნისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტებისა და  დაღუპული ადამიანების გამო.

იგი  ორივე მხარეს მკაცრად მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისა და საჯარო გამოსვლებში თავშეკავებისკენ, რათა ბოლო თვეებში გაუარესებული მდგომარეობის კიდე უფრო გამწვავება თავიდან იქნას აცილებული.

მუქარა და ძალის გამოყენება, ისევე როგორც სტატუს ქვო, კონფლიქტის მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს.

 ეს ინციდენტები ეუთოს მიერ შეთავაზებული საგამოძიებო მექანიზმების მნიშვნელობას ხაზს უსვამს. საჭიროა მიღწეული იქნას პროგრესი მოლაპარაკებების პროცესში.

უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, როგორც პარტნიორ ქვეყნებს, შეთანხმების მისაღწევად აქტიური ძალისხმევა გამოიჩინონ , სრულად შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც პრეზიდენტებმა ეუთოს მინსკის სამიტზე იკისრეს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას ეუთოს მინსკის ჯგუფის მიმართ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ისახავს მიზნად.’’ - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები