სომხეთი - აზერბაიჯანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სროლა მიმდინარეობს

ბოლო რამდენიმე დღეა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლა მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს არის მსხვერპლი.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება  სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს და აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

,,სროლას ჩვენი მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა’’-აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი მიმდინარე შეტაკებებში აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს პროვოკაციებს.

,,მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს პროვოკაციები უკიდურესად საშიშია, მე იმასაც ვამბობდი, რომ ისინი საპასუხოდ ძალიან მკაცრ რეაგირებას მიიღებდნენ. ბოლო დღეების ინციდენტები ამ ყველაფრის დამამტკიცებელია.’’ -აცხადებს სერჟ სარგსიანი.

ფრონტის ხაზზე სროლები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები