ქუთაისი

ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ქუთაისის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე შენობის ხარაჩო ჩამოინგრა, რასაც ერთი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

უბედურ შემთხვევას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების მიუხედავად, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვა.

,,ქუთაისში, პარლამენტის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობაზე, სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაიღუპა, ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად.’’ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, "ყველა მშენებლობის ხელმძღვანელებზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, სადაც კი ასეთი ფაქტი მოხდება."

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა გუშინაც, თბილისის პირველ კლინიკურ სავაადმყოფოს ტერიტორიაზე მშენებლობის ჩამონგრევის შედეგად, სადაც ასევე ერთი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები