ირანის ბირთვული პროგრამა

ირანს რამდენიმე ატომური ბომბისთვის საკმარისი მარაგი აღმოუჩინეს

ირანს რამდენიმე ატომური ბომბის შექმნისთვის საჭირო დაბალგამდიდრებული ურანის მარაგი გააჩნია. ამის შესახებ გარო-ს ატომურ სააგენტოში აშშ-ს წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა განაცხადა.

„ირანმა დაბალგამდიდრებული ურანის გამოშვება გაზარდა... არ არსებობს ისეთი მშვიდობიანი მიზნები, რომელთათვისაც ასეთი მარაგის შექმნა და პროგრამის დაჩქარება გახდებოდა აუცილებელი. დაბალგამდიდრებული ურანის ასეთი რაოდენობა საკმარისია რამდენიმე ბირთვული ბომბის დასამზადებლად, თუ მისი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება მოხდება“, - მოჰყავს Reuters-ს ვუდის განცხადება.

შეგახსენებთ, თეირანი დღემდე უარყოფს აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ურანის გამდიდრების შეჩერებისა და ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭომ თეირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, ცალმხრივი სანქციების მოქმედებს ასევე აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან.

 

კომენტარები