ქართული ოცნება

ქართული ოცნების აქცია ქუთაისში 10 ივნისს ჩატარდება

კოალიცია ქართული ოცნების აქცია ქუთაისში 10 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

,,ეს იქნება ისეთივე ამაღლებული და შთამბეჭდავი აქცია, როგორიც იყო 27 მაისს თბილისში. მერიას შევატყობინეთ, რომ აქციას 10 ივნისს დავით აღმაშენებლის ძეგლთან ჩავატარებდით. ეს არის ჩვენი გაფრთხილება, პრინციპული ნებართვა მერიისგან მიღებულ გვაქვს. ამ ტერიტორიას მერია მთელი თვის განმავლობაში გვითმობდა და მიუხედავად მისი უკან დახევისა, არ ვაპირებთ ამით სარგებლობას და თარიღს არ ვცვლით.’’-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით 10 ივნისის აქციაზე კოალიცია მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას ელოდება.

კოალიცია ქართულ ოცნებას თავდაპირველად აქციის ჩატარება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 7 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ქალაქის მერიამ მათ ნებართვა არ მისცა და მიზეზად აღნიშნულ ტერიტორიაზე საზაფხულო ფესტივალის ღონისძიებების ჩატარება დაასახელა. 

კომენტარები