დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები პიკს უახლოვდება. BBC-ის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი იკრიბება ტემზას სანაპიროზე და ელოდება სამეფო ფლიტილიის ჩავლას.
BBC-ის ცნობით, საზღვაო აღლუმი ბოლო 350 წლის განმავლობაში ყველაზე სანახაობრივი იქნება. დედოფალი, ედინბურგის ჰერცოგი და სამეფო ოჯახის სხვა წარმოამდგენლები ალბერტის ხიდიდან ტაუერის ხიდის მიმართულებით 10-ათასი ყვავილით მორთული გემით იმოგზაურებენ.
შეგახსენებთ, რომ წელს დიდი ბრიტანეთი დედოფლის კორონაციის 60 წლის იუბილეს, ე.წ. ბრილიანტის იუბილეს აღნიშნავს. ელიზაბედ II ინგლისის მონარქად 1952 წლის 6 თებერვალს აკურთხეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



