ჰაკერული თავდასხმა

droni.ge-სა და presa.ge-ზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე საათის წინ საინფორმაციო პორტალებზე droni.ge - სა და presa.ge - ზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. ამ დროისათვის აღნიშნული ინტერნეტსაიტები არ ფუნქციონირებს.

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. ამჟამად ვებგვერდების აღდგენით სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ჰაკერული თავდასხმის ავტორთა ვინაობის დადგენაც. სპეციალისტების განცხადებით, სერვერის დაზიანება საკმაოდ მძლავრმა ჰაკერულმა შეტევამ გამოიწვია. საქმეში ჩართული არიან სამართალდამცველებიც. 

 

კომენტარები