26 მაისი

ქუთაისში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

ქუთაისში სამხედრო აღლუმი დასრულდა. აღლუმს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დასწრნენ.

აღლუმში მონაწილეიობა მიიღეს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის წარმომადგენლებმა. მათ შორის სახმელეთო ჯარების I, II, III, IV ქვეითი ბრიგადების ქვედანაყოფებმა, ცალკეულმა მსუბუმაი ქვეითმა ბატალიონმა, სამთო-სადაზვერვო ბატალიონმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა. აღლუმის შემადგენლობაში ასევე იყვნენ პირველი და მეორე საარტილერიო ბრიგადების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, საინჟინრო ბრიგადა და ეროვნული გვარდია.

მსვლელობაში პირველად მიიღეს მონაწილეობა მუხლუხოიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანამ "ლაზიკა", უპილოტო საჰაერო სისტემამ და ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემამ. წარმოდგენილი იყო ასევე საქართველოს შეიარაღებაში არსებული სხვა ტექნიკა - საარტილერიო სისტემები, ჯავშანმანქანები, ტანკები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. აღლუმი საჰაერო ძალების გადაფრენით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო შვეულმფრენებმა და სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა.

 

კომენტარები