აფეთქება

აფეთქებების სერია ავღანეთის პროვინციებში

ავღანეთის პროვინციებში განხორციელებული აფეთქებების სერიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ქვეყნის მთავრობის ცნობით, გილმენდის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავე პროვინციაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ადამიანი შეეწირა. ქვეყნის სამხრეთით, ურუზგანის პროვინციაში ერთი პოლიციელი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხოლო კანდაგარში პიროვნებამ, რომელიც თვითმკვლელი აღმოჩნდა, მოქმედებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა მოიყვანა, რასაც აგრეთვე, მსხვერპლი მოჰყვა.

აფეთქებების სერიაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია. აღსანიშნავია, რომ აფეთქებები ავღანეთის სხვადასხვა ნაწილში ქვეყანაში საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ვიზიტს დაემთხვა.

 

კომენტარები