ეგვიპტე

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

ეგვიპტეში პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები იწყება. ქვეყნის მოსახლეობა არჩევანს ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაკის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რომელიც გასული წლის თებერვალში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, არჩევანს პირველად გააკეთებს.

ხმის მიცემის უფლებით ქვეყანაში 50 მილიონამდე მოქალაქე სარგებლობს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 13 კანდიდატი იღებს. ექსპერტების შეფასებით, გამარჯვების შანსი 5 მათგანს აქვს – ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ამრ მუსას, ზომიერ ისლამისტს აბდელ მონეიმ აბულ ფოტუხს, მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ ყოფილ წარმომადგენელს მოხამედ მურსის, ყოფილ პრემიერ–მინისტრს ახმედ შაფიკს და აგრეთვე, მემარცხენე პოლიტიკოსს ხამდინ საბახს.

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23–24 მაისს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ პირველივე ეტაპზე გამარჯვებული არ გამოიკვეთება, ხმის მიცემის მეორე ტური 16–17 ივნისს ორ მთავარ კანდიდატს შორის შედგება.

სამხედრო ძალებმა, რომლებიც ქვეყანას მუბარაკის გადადგომის შემდეგ მართავენ, განაცხადეს, რომ ეგვიპტის მმართველობას მშვიდობიანად გადასცემენ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს.

კომენტარები