მკვლელობა

მოსკოვში რომან დუმბაძე მოკლეს

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლიდან დაცხრილეს.

თავდამსხმელის მიერ მიტოვებული მოტოციკლი ერთ-ერთ ეზოში იპოვნეს. ამ დროისთვის სამართალდამცველები მკვლელობის რამდენიმე თვითმხილველს კითხავენ.

რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს რომან დუმბაძე საქართველოს მთავრობამ ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. 

კომენტარები