მიწისძვრა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ემილია-რომანიას რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ მიწისძვრას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით მძიმედ დაშავდა.

BBC - ის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბოლონიის ჩრდილოეთით 35 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. რყევების სიმძლავრემ 6,0 მაგნიტუდა შეადგინა.

ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე მომხდარ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. გამოცემის ცნობით, ემილია-რომანიას რეგიონში განადგურდა რამდენიმე შენობა, მათ შორის ისტორიული ნაგებობები. წინაწარი მონაცემებით, მიწისძვრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის ეკლესია დააზიანა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად მიღებული შოკისაგან ორი ქალბატონი ინფარქტით გარდაიცვალა.

უკანასკნელი ძლიერი, 6,3 მაგდიტუდის მიწისძვრა იტალიაში 2009 წელს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. მას 300 - ზე მეტი ადამანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები