სერბეთი

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი და სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერი ტომისლავ ნიკოლიჩი უპირისპირდებიან.

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვების შანსი ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ტადიჩს აქვს. 6 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტადიჩმა მეტოქეს მცირედი სხვაობით აჯობა.

ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური ხმის მიცემის პროცესის გაძლიერებული კონტროლით მიმდინარეობს. ნიკოლიჩმა პირველი ეტაპის შემდეგ მმართველ დემოკრატებს შედეგების გაყალბებაში დასდო ბრალი.

პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში ტადიჩი ევროკავშირში სერბეთის დაჩქარებული შესვლის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. პროგრესული პარტიის ლიდერი კი ქვეყნის ევროკავშირში კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ შესვლის წინააღმდეგია.

 

კომენტარები