კონტროლის პალატა

კონტროლის პალატამ ფონდ ”ქომაგის” ანგარიშები დააყადაღა

კონტროლის პალატამ ფონდ ”ქომაგის” ანგარიშები დააყადაღა. ამის შესახებ ინფორმაცია პალატის ვებ გვერდზე განთავსდა. განცხადების მიხედვით, დაყადაღების მიზეზი ფონდის ანგარიშიდან საქართველოს კონსერვატორული პარტიის საგარეო ურთიერთობების მდივნის ბიძინა გიორგობიანის მიერ უცხოეთში გადარიცხული 90,000 ევრო გახდა. პალატა გეგმავს ”ქომაგის” ფინანსურ მონიტორინგს და ”სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების” გატარებას. 

"ქომაგი" პოლიტიკურ კოალიცია ქართულ პარტიასთან ასოცირდება და ის პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულებს აღუთქვამს დახმარებას -” ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე, გამოუყოფს ყოველთვიურ დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე.” კონტროლის პალატის განცხადების მიხედვით, ფონდი კოალიციის პოლიტიკურ მიზნებს აწვდის საზოგადოებას და ამომრჩევლის მატერიალურ დაინტერესებას ცდილობს.

კომენტარები