ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში უძრავი ქონება გაყიდა

”ბინ” ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის რუსულ დეველოპერულ ბიზნეს აქტივებს 982,5 მილიონ დოლარად შეიძენს. РБК daily-ის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი კომპანია უნიკორსა და ბინბანკის ხელმძღვანელ მიხაილ შიშხანოვს შორის მოეწერა. გარიგების თანხა მყიდველმა 15 აგვისტომდე უნდა დაფაროს.

დეველოპერული აქტივების შემადგენლობაში შედის – ხამოვნიკის რაიონში მშენებარე „სადოვიე კვარტალი“, სასტუმროთა კომპლექსი „ლუქს ოტელი“, ტვერსკის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ცენტრალნაია“, მრავალფუნქციური კომპლექსი Summit, რომელიც სასტუმრო InterContinental Moscow Tverskaya შეიცავს და მიწა ოჩაკოვოს მამულში.

გამოცემის ცნობით, „სადოვიე კვარტალის“ საბოლოო მფლობელი მიხაილ შიშხანოვი გახდება, სასტუმროს აქტივები და ოჩაკოვოს მიწა კი ბიზნესმენ მიხაილ გუცარიევის მფლობელობაში გადავა.

ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში სააფთიაქო ქსელი „დოკტორ სტოლეტოვი“ გაყიდა. გარიგების თანხა 60-70 მილიონი დოლარს შეადგენს. ივანიშვილის კუთვნილმა უნიკორ ჯგუფმა კი ბანკი როსიისკი კრედიტი კერძო ინვესტორებს 352 მილიონ დოლარად მიყიდა.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე, 2011 წლის შემოდგომაზე, განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესს გაასხვისებდა.

 

კომენტარები