წყალდიდობა

წყალდიდობით გამოწვეული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს

თბილისის მერიამ 13 მაისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ზარალის დათვლა დაიწყო. შესაბამის კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარი ვარაუდით ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.

,,ჯერ კიდევ ვითვლით იმ ზარალს, რომელიც თბილისს სტიქიის შედეგად მიადგა, თუმცა წინასწარი გათვლებით, ის რამდენიმე მილიონი ლარი იქნება.’’-აცხადებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უფროსი, გიორგი ყოჩიაშვილი.

კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, უკვე დასრულებულია სახლებიდან წყლის ამოტუბვითი სამუშაოები და ამ ეტაპზე დამეწყრილი უბნების ტალახისგან გაწმენდა მიმდინარეობს.

გიორგი ყოჩიაშვილის თქმით, დღის ბოლოდან თბილისში სტიქიის კვალი აღარ იარსებებს.

თბილისში ძლიერ წყალდიდობას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უსახლკაროდ დარჩა 11 ოჯახი, რომელთაც თბილისის მერიამ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუნახა. 

კომენტარები