ტრეილერი

განგსტერებზე მონადირე

ინტერნეტში რეჟისორ რუბენ ფლაიშერის ახალი პროექტის, "განგსტერებზე მონადირე", ტრეილერი გამოჩნდა.

ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და ლოს ანჯელესის, 40-იანი წლების პოლიციის საიდუმლო ქვედანაყოფის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლის მთავარი წევრებიც იმ დროს ცნობილ განგსტერს, მაიერ ჰარის კოენს ებრძვიან. კოენი "ებრაული მაფიის" ბოსია. ფილმში მის როლს შონ პენი ასრულებს. ოსკაროსანი მსახიობის გარდა ნამუშევარში მონაწილეობს რაიან გოსლინგი, ჯოშ ბროლინი, ემა სტოუნი, ჯოვანი რიბიზი, ნიკ ნოლტი და ენტონი მაკი იღებენ.

ამერიკის კინოთეატრებში "განგსტერებზე მონადირე" 19 ოქტომბერს გამოვა.

 

კომენტარები