ოკუპირებული ტერიტორიები

პუტინი სოჭში დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტებს შეხვდება

რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს შეხვდება.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან. რუსეთის პირველი პირი ასევე მოინახულებს სოჭის ოლიმპიურ ობიექტების, სადაც 2014 წლის დასაწყისში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება.

გარდა ამისა, პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ”ედინაია როსიას” ხელმძღვანელობასთან. 26 მაისს პარტიის ყრილობაა დაგეგმილი, სადაც ფრაქციის ახალ ლიდერს აირჩევენ. აპრილში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პუტინმა რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი დიმიტრი მედვედევი წარადგინა.

 

კომენტარები