საქართველო-რუსეთი

ФСБ: სოჭში ტერაქტის მზადებასთან კავშირი ქართულ სპეცსამსახურებს ჰქონდათ

რუსეთის სპეცსამსახურები აცხადებენ, რიმ სოჭში დიდი ტერაქტი აღკვეთეს, რომლის მომზადებაში, შესაძლოა „ქართული სპეცსამსახურები“ მონაწილეობდნენ. სააგენტო ИТАР-ТАСС რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ФСБ-მ და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა აფხაზეთის ტეროტორიაზე ათი სამალავი აღმოაჩინეს, რომლებშიც დიდი რაოდენობით შეიარაღება ინახებოდა.

კერძოდ, გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები Игла და Стрела, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები, ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები, ნაღმები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ტერორიზმის ბრალდებით აფხაზეთის სამი მკვიდრი დააკავეს.

რუსული სპეცსამსახურებს ცნობით, დაკავებულები „კავკასიის იმარატის“ ადგილობრივი დაჯგუფების, „აფხაზური ჯამაათის“ წევრები არიან.

გამოძიების ვერსიით, ტერორისტები 2012-2014 წლებში სოჭის რაიონში შეიარაღების გადატანას და ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

ФСБ- ასევე ამტკიცებს, რომ თებერვალში აფხაზეთში მეამბოხეთა კურიერი დააკავა, რომელსაც ასაფეთქებლებისთვის 300 დეტონატორი გადაჰქონდა. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, რუსეთში მათ გადატანასთან უშუალო კავშირი ჰქონდათ „ქართულ სპეცსამსახურებს და მათთან დაკავშირებულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს თურქეთის ტერიტორიაზე“.

 

კომენტარები