კრიმინალი

საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

დღეს დილით დიდ დიღომში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ბანკში შეიარაღებული ნიღბიანი მძარცველები დაახლოებით დილის 10 საათზე შეიჭრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახმაურდება.

არსებული ინფორმაციით ბანკის ვიდეოკამერებმა თავდამსხმელები დააფიქსირეს. უცნობია მოახერხეს თუ არა მძარცველებმა ბანკიდან თანხის წაღება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 ამ დროისათვის საქართველოს ბანკის დიდი დიღმის ფილიალში მუშაობა შეჩერებულია. ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური იმყოფება.

კომენტარები