იალტაში 11-12 მაისს დანიშნული ევროკავშირის სამიტი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღევანდელ ბრიფინგზე გაავრცელა.
,,უკრაინა მიზანშეწონილად მიიჩნევს სამიტის გადადებას’’-განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ალექსანდრე დიკუსაროვმა.
სამიტის ჩაშლა ევროპული ქვეყნების ლიდერების მიერ უკრაინისადმი ბოიკოტის გამოცხადებამ გამოიწვია. სამიტზე ჩასვლაზე უარს აცხადებდნენ გერმანიის პრეზიდენტი იოჰან გაუკი, ასევე ბულგარეთის, ლატვიის, ჩეხეთის, ხორვატიისა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები.
მათი პროტესტის მიზეზი საპყრობილეში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოსადმი უხეში მოპყრობა გახდა.
სამიტის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.




